ამერიკულმა კომპანიამ Apple-მა დაადასტურა, რომ ახალი iPhone-ების გაყიდვები წელს რამდენიმე კვირის დაგვიანებით დაიწყება, ვიდრე აქამდე იყო დაგეგმილი. აღნიშნულის შესახებ პორტალი The Verge კომპანია Apple-ის ფინანსურ დირექტორზე დაყრდნობით წერს.
როგორც წესი კომპანია iPhone-ების განახლებულ ხაზს სექტემებრის შუა რიცხვებში წარადგენს, ხოლო გაყიდვებს თვის ბოლოდან იწყებს.
მანამდე პორტალი Business Insider-ი წერდა, რომ Apple წელს გეგმავს მე-12 თაობის სმარტფონის ოთხი ვარიანტის წარდგენას, რომელთაც ექნებათ 5G ქსელის მხარდაჭერა და OLED-ეკრანები. Apple Insider-ის ინფორმაციით, მათ ეწოდებათ iPhone 12, iPhone 12 Plus, iPhone 12 Pro და iPhone 12 Pro Max.