ამერიკულმა კომპანიამ Apple-მ წარმოადგინა ახალი თაობის ნოუთბუქები MacBook Air, MacBookPro და სტაციონალური კომპიუტერი Mac Mini, რომელთაც საკუთარი წარმოების პროცესორი აქვს. ღონისძიების ტრანსლირება კომპანიის საიტზე მიმდინარეობდა.
ახალი MacBook Air-ს არ ექნება ქულერი და ის აბსოლუტურად უხმოა. ამასთან, აკუმულატორი საშუალებას იძლევა მოწყობილობამ ინტერნეტში 15 საათი იმუშავოს უსადენოდ, ხოლო ვიდეოს ყურების რეჟიმში 18 საათი. ეს კი 6 საათით მეტია, ვიდრე აქამდე. მოწყობილობის მინიმალური ფასი 999 დოლარია.
Mac Mini -ის ფასი შტატების ტერიტორიაზე 699 დოლარიდან იწყება. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოწყობილობა, რომელიც ათჯერ პატარაა ხუთჯერ უფრო სწრაფად მუშაობს ყველაზე პოპულარულ Windows-ზე მომუშავე კომპიუტერებზე, რომლებიც ამ საფასო დიაპაზონშია წარმოდგენილი.