კომპანიამ Apple-მ მისი წარმოების სმარტოფნების ერთ პირზე გაყიდვები მხოლოდ ორ ერთეულამდე შეზღუდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ონლაინ შეძენის დროს მყიდველს მხოლოდ 2 iPhone-ის შეძენის უფლება ექნება. აღნიშნული შეზღუდვა იმოქმედებს ამერიკისა და ჩინეთის ბაზრებისთვის.
როგორც „როიტერსი“ წერს, ლიმიტის ამოქმედება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კომპანიამ ჩინეთის ფარგლებს გარეთ საკუთარი მაღაზიების დახურვა გამოაცხადა. სააგენტოს აზრით, ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს მიწოდების ჯაჭვის შეფერხებით ან პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებით.
ამავე დროს, ანალიტიკური კომპანია Canalys-ის ექსპერტებმა სააგენტოს განუცხადეს, რომ ლიმიტის დაწესების მიზეზი შესაძლოა, გადამყიდველების საქმიანობა იყო. თავად კომპანიაში კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.