ამერიკულ კომპანია Apple-ს მეოთხე კვარტალში რეკორდული შემოსავლი დაუფიქსირდა. შემოსავლებმა პირველად გადააჭარბა 100 მილიარდ დოლარს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
სამთვიანი ანაგრიშის თანახმად, რომელიც დასრულდა 2020 წლის 26 დეკემბერს, კომპანიის შემოსავლებმა შეადგინა 111 მილიარდ 400 მილიონი დოლარი. ამ მაჩვენებლით დაფიქსიებულია 21%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა მისმა შემოსავლებმა 91 მილიარდ 800 მილიონი დოლარი შეადგინა. კომპანიის წმინდა მოგებამ ბოლო კვარტალში 28 მილიარდ 750 მილიონი დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 22 მილიარდ 230 მილიონი იყო.
ცნობისთვის, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამ დროისთვის შეადგენს 2 ტრილიონ 400 მილიარდ დოლარს.