14:30
7 ივნისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
აპრილში ელექტროენერგიის მოხმარება 7%-ით შემცირდა
19-05-2020

კორონა ვირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური შეზღუდვების პარალელურად 2020 წლის აპრილში ელექტრო ენერგიის მთლიანმა  მოხმარებამ 947 მილიონ 105 ათასი კილოვატი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 7 პროცენტით ნაკლებია.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში  ყველაზე მკვეთრად   სადისტრიბუციო კომპანიებისთვის მიწოდებული ელექტროენერგია შემცირდა, უფრო კონკრეტულად აპრილში დისტრიბუტორებზე მიწოდებულმა ელექტროენერგიამ 716 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა, რაც  2019 წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ელექტროენერგიის პირადპირი მოხმარება 55 პროცენტით გაიზარდა,  ამის მიზეზი კი ისაა, რომ 2020 წლის აპრილში ბევრად მეტი კომპანია მოიხმარდა ელექტროენერგიას  პირდაპირი მომხმარებლის სტატუსით, ვიდრე გასულ წელს. უფრო კონრეტულად  2019 წლის აპრილში  პირდაპირი მომხმარებლის სტატუსით ელექტროენერგიის შესყიდვა მხოლოდ 4 კომპანიას დაუფუქსირდა. ხოლო  2020 წელს  ამ კომპანიების რაოდენობა 12 მდე გაიზარდა

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები