აპრილში ევროკავშირში ახალი მანქანების გაყიდვები 4,2-ჯერ დაეცა და 270 ათას 700 ერთეული შეადგინა, იანვარ-აპრილში კი კლება 38,5% იყო, სულ გასული 4 თვის განმავლობაში 2 მილიონ 750 ათასამდე მანქანა გაიყიდა - აღნიშნულია ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) ანგარიშში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პანდემიის გამო ასეთი ვარდნა პირველად მოხდა. კორონავირუსით ყველაზე მეტად იტალია და ესპანეთი დაზარალდნენ, ამან კი გავლენა იქონია როგორც მთლიანად ეკონომიკის შემცირებაზე, ასევე ავტომობილების გაყიდვებზე. აპრილში, იტალიაში, ახალი მანქანების რეგისტრაცია 41-ჯერ, ესპანეთში - 28,7-ჯერ შემცირდა.
2020 წლის აპრილში, გლობალური ავტომობილების გაყიდვები 44.8% -ით შემცირდა, რაც 3 მილიონ 967 ათას ერთეულს შეადგენს. მთლიანობაში, მიმდინარე წლის 4 თვის განმავლობაში მსოფლიოში 21 მილიონ 12 ათასი მანქანა გაიყიდა.