აპრილში ევროზონის ეკონომიკური განწყობის ინდექსი რეკორდული ტემპით დაეცა. ევროკომისიის მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ზომებმა ეკონომიკური საქმიანობა მნიშვნელოვნად დააზარალა.
აპრილში ბიზნესისა და მომხმარებელთა ნდობის კომპოზიციური ინდექსი ევროზონის ეკონომიკაში 67 პუნქტამდე დაეცა. ინდექსის ასეთი მაღალნიშნულიანი შემცირება მისი გაზომვიდან, 1985 წლიდან დღემდე არ დაფიქსირებულა. ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე Reuters-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები ინდექსის 74,7 (74 მთელ 7 მეათედ) პუნქტამდე დაცემას პროგნოზირებდნენ.
როგორც მიმდინარე თვეს ევროპის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, ევროპა სავარაუდოდ, უფრო სერიოზული რეცესიის წინაშე აღმოჩნდება, ვიდრე კორონავირუსული პანდემიის ფონზე, დანარჩენი მსოფლიო. მისივე თქმით, ეკონომიკის აღდგენის ნიშნები 2021 წლამდე სავარაუდოდ, არ გამოჩნდება.