FAO-ს ფასების ინდექსი აპრილში, გაიზარდა და 120.9 ქულა შეადგინა. FAO-ს ცნობით, აღნიშნული ქულა, წინა თვის მაჩვენებელს 1.7%-ით, ხოლო 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს - 30.8%-ით აღემატება. მათი ინფორმაციით, აპრილში, 3.9%-ით გაიზარდა შაქრის ფასების ინდექსი. როგორც FAO-ში განმარტავენ, აღნიშნული მონაცემი, 2020 წლის იმავე პერიოდის ნიშნულს თითქმის 60%-ით აღემატება.
წინა თვის მსგავსად, ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა მცენარეული ზეთის ფასების ინდექსმა, რომელიც 1.8%-ით გაიზარდა. 1.7%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი. 1.2%-იანი ზრდა აჩვენა, რძემ და რძის პროდუქტების ფასების ინდექსმა. მოიმატა მარცვლეულის ფასების ინდექსმაც - 1.2%-ით.
ცნობისთვის, FAO-ს ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის რძის, მარცვლეულის, მცენარეული ზეთის, შაქრისა და ხორცის საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.