FAO-ს ფასების ინდექსი ბოლო სამი თვის მანძილზე უწყვეტად მცირდებოდა. FAO-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამომხმარებლო კალათის ფასები, აპრილში, თებერვალთან შედარებით 3.4%-ით შემცირდა და 165.5 ქულა შეადგინა. ფასების შემცირების მიზეზი COVID-19 გამოწვეული პანდემია იყო, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით, ბევრ სამომხმარებლო პროდუქტზე მნიშვნელოვნად შეამცირა მოთხოვნა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ FAO-ს შაქრის ფასების ინდექსმა, ბოლო 13 წლის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. შაქრის ფასების ინდექსი მარტში 14.6%-ით შემცირდა.
ცნობისთვის, FAO-ს ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის - რძის, მარცვლეულის, მცენარეული ზეთის, შაქრისა და ხორცის საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.