2020 წლის აპრილის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 68 ათასი 500 ტონა შეადგინა, რაც 15 ათას 900 ტონით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით და 17 ათას 800 ტონით ანუ 20,6 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით.
ასევე უნდა აღინიშნოს რომ 2020 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 312 ათას 900 ტონა შეადგინა, რაც 6 ათასი ტონით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
ქვეყნების მიხედვით, აპრილის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა 31 ათას 200 ტონა რუსეთიდან განხორციელდა, რაც მთლიანი იმპორტის 45.5 პროცენტს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 18 ათას 300 ტონით, რუმინეთი - 7 ათას 500 ტონა, ბულგარეთი - 6 ათას 100 ტონა, თურქმენეთი - 3 ათას 500 ტონა, საბერძნეთი - ათასი ტონა, ყაზახეთი - 700 ტონა, და თურქეთი - 100 ტონით.