ნატო ვლადიმერ რუსეთის პრეზიდენტის პუტინის აფხაზეთში ვიზიტს ეხმაურება. სპეციალურ განცხადებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპიკერი ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან ცხრა წლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში - საქართველოს რეგიონში ჩასვლა აზიანებს საერთაშორისო საზოგადოების მცდელობას კონფლიქტის მშვიდობიანი და მოლაპარაკებების გზით მოგვარების შესახებ. განცხადების თანახმად, ალიანსი მწუხარებას გამოთქვამს, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. "ჩვენ არ ვაღიარებთ მცდელობას, "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის სტატუსის შეცვლის შესახებ", - ნათქვამია ნატო-ს სპიკერის დილან ვაიტის განცხადებაში.