არ ვიცი, რომელ პარტიას წარმოადგენთ, თქვენი გვარი და სახელიც დღეს გავიგე - აცდით შხამს, - ასე მიმართა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, პაატა მანჯგალაძეს, რომელიც მინისტრისგან დაინტერესდა, მართლა ფიქრობს თუ არა წულუკიანი, რომ „შხამისა და სიძულვილის ნთხევით“ ააშენებს ისეთ საქართველოს, რომელიც სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს?!
წულუკიანმა მანჯგალაძის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ მისი გამოსვლის შესავალში სიძულვილი და შხამის ნთხევა არ ყოფილა, თუმცა, დასძინა, რომ ყველაფერი წინ არის.