არა ოკუპაციას - ამ სლოგანით ბერშუეთში საოკუპაციო ხაზთან პროტესტის აქცია მიმდიანრეობს. ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი დემონსტრაცია სწორედ იმ ადგილზე ტარდება, სადაც ახალი საზღვრის მანიშნებელი ბანერია დამონტაჟებული. აქცია მოქალაქეებმა სოციალური ქსელის საშუალებით დაგეგმეს და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ადგილზე იმყოფებიან ჟურნალისტები, მესამე სექტორი, პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები. აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ნამდვილი მტერი სწორედ საოკუპაციო ხაზთან დგას და არა საქართველოში მცხოვრები უცხოელები არიან. მშვიდობიან აქცია საოკუპაციო ხაზთან მთელ დღეს გაგრძელდება. გაკეთდება ცოცხალი ჯაჭვი, შემდეგ კი საქართველოს ჰიმნი შესრულდება. ცნობისთვის ოკუპანტებმა გასულ კვირას ე.წ. საზღვარი კიდევ რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწიეს.