არაბული ქვეყნები და გაერო გმობენ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმებს დასავლეთ სანაპიროს მესამედის ანექსირებასთან დაკავშირებით. გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივის გაქრობას გამოიწვევს.
"ისრაელის ნებისმიერი განდაწყვეტილება თავისი იურისდიქცია და კანონები დააწესოს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, საერთაშორისო სამართლისგან შორსაა", - განაცხადეს გაეროში.
ნეთანიაჰუს გეგმები დაგმეს არაბულ ლიგაშიც. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ნეთანიაჰუს გეგმა არის საშიში და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა. შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერმა გააცხადა, რომ სამშაბათს დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ისრაელის სუვერენიტეტს იორდანიის ველსა და მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით გაავრცელებს.
ისრაელს მდინარე იორდანიის დასავლეთ სანაპირო 1967 წლიდან აქვს ოკუპირებული, თუმცა ეს ტერიტორია თავის შემადგენლობაში არ შეუყვანია.