„საქსტატის“ გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2019 წლის ბოლოსთვის 80 მილიარდ 200 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 5.9 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით. მათივე მონაცემებით, 2019 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 16 მილიარდი ლარია.
საქსტატის ცნობით, არაფინანსური კორპორაციების ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 2019 წლის ბოლოსათვის 2 მილიარდ 600 მილიონი ლარი შეადგინა. არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები კი 41 მილიარდ 500 მილიონ ლარს გაუტოლდა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში არაფინანსური კორპორაციების მიერ გაწეული საპროცენტო ხარჯები მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო მთლიანმა შემოსავლებმა 8 მილიარდ 600 მილიონი ლარი შეადგინა.