არანაირი დოკუმენტაციის ჩაბარებას დღეს აღარ ვაპირებთ,- ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებაში ჩანს რეალური განწყობა, რომ მათ კონსტრუქციული დიალოგი არ სურთ. მისივე თქმით, წერილის შინაარსს კონსორციუმი ვერ გაასაჯაროვებს, რადგან კონფიდენციალობის დაცვა მათაც ევალებათ, ისევე როგორც სახელმწიფოს. თუმცა, ახვლედიანი აქვე უარყოფს იმას, რომ წერილში კონკრეტული ხედვები არ იყო გაწერილი.
შეგახსენებთ, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კონსორციუმს შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა ეწურება. მისივე თქმით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წერილი, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო, არ შეიცავს პორტის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ხედვებს და გეგმებს