ჩვენ ვერ ვიცავთ არასრულწლოვნებს, რომ აზარტული და მომგებიანი თამაშებისგან თავი შეიკავონ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა გედევან ფოფხაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დეპუტატი სახელმწიფოს უმოქმედობაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ის არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანონი აღასრულოს. მისივე თქმით, მოთამაშეთა საერთო რაოდენობამ საქართველოში, არაოფიციალური მონაცემებით, ნახევარ მილიონს გადააჭარბა. გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობას და საზოგადოებას პრობლემის მოსაგვარებლად კანონპროექტების პაკეტს სთავაზობენ.
გოგიჩაიშვილი მიუთითებს იმასაც, რომ არსებობს ასევე სუიციდის შემთხვევებიც, რომელიც თამაშთან არის დაკავშირებული.