საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი ივლისისთვის 28 მილიარდ 770 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 549 მილიონ 440 ათასი ლარით, ანუ 1.95%-ით მეტია პირველი ივნისისთვის არსებულ მაჩვენებელზე.
ერონული ბანკის ინფორმაციით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 291 მილიონ 90 ათასი ლარით, ანუ 2.24%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 258 მილიონ 350 ათასი ლარით, ანუ 1.70%-ით გაიზარდა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის 38.59 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 2.68 პროცენტული პუნქტით.