არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ, 1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღადგინონ და უზრუნველყონ დისტანცირება, დეზინფექცია , მგზავრთა რაოდენობის და ტრანსპორტში პირბადის ტარების კონტროლი და საზ. ტრანსპორტის მუშაკთა უსაფრთხოების დაცვა.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული შეზღუდვები მორგებულია მხოლოდ პრივილეგირებულთა კლასზე და არჩევანს არ უტოვებს საზოგადოების იმ ფენას, რომელიც სასიცოცხლოდაა დამოკიდებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირებაზე.მიმართვას ხელს აწერს შვიდი ორგანიზაცია.