არასამთავრობო სექტორი საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას არ გამორიცხავს. საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი იმედოვნებს, რომ ასეთი რადიკალური ზომების მიღება საჭირო არ გახდება, თუმცა მისი თქმით, დღესდღეობით მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი პროექტი ძალიან ბევრისთვის არის მიუღებელი. ნაცვლიშვილის განცხადებით, ცალკეული წევრების მიერ კომისიის შესაძლო დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც გაირკვევა პროცედურა, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო კომისია იმუშავებს.