სასარგებლო თვისებების მიუხედავად, თხილეული სიფრთხილით უნდა მიირთვათ, რადგან მასში შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საშიში შხამი შედიოდეს. ალბათ არაერთხელ შეხგხვედრიათ მწარე თხილი და ნიგოზი. სიმწარე პროდუქტის სიძველეზე მეტყველებს, რადგან დროთა განმავლობაში, არასათანადო პირობებში შენახვისას თხილეულში არსებული ცხიმი მჟავდება და მწარე ხდება. თუმცა სიმწარე შესაძლოა კიდევ უფრო დიდი საფრთხის ნიშანი იყოს და თხილეული აფლოტოქსინით იყოს დაავადებული. სოკო, რომელიც ძირითადად ვადაგასული მზესუმზირების, თხილისა და ნიგვზის მაგვარ პროდუქტებში გვხვდება. ერთერთი ყველაზე ძლიერი შხამი, რომლის მცირე დოზებით ორგანიზმში მოხვედრა აზიანებს ღვიძლს, დიდმა დოზამ კი შესაძლოა ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს. ამიტომ აუცილებლად გაითვალისწინეთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ ნიგოზი და სხვა თხილეული თუ კი მათ დამწვარი ზეთის სუნი აქვს, ოდნავ მომწარო ნიგოზიც კი სახიფათოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ამიტომ თუ კი გასინჯვის შემდეგ ის მწარე გამოდგება, არ გადაყლაპოთ, რადგან ბევრჯერ მირთმეული ასეთი გაფუჭებული პროდუქტი, შესაძლოა ისეთი მძიმე დაავადების წინაპირობა გახდეს, როგორის ღვიძლია ავთვისებიანი სიმსივნეა. ნიგვზის შეძენისას დააკვირდით, რომ თითოეული ლებანი საღი და მშრალი იყოს და არავითარ შემთხვევაში არ ქონდეს მომწარო სუნი და გემო.