18:49
24 იანვარი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
არასრულწლოვანების პორნოგრაფიული მასალების დამზადების საქმეზე კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის მოზარდი გოგონების მშობლები დააკავეს
05-12-2019

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადების საქმეზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.

„ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები, რამდენიმე მათგანი კი, არასრულწლოვანი გოგონების მშობლები არიან.

აღსანიშნავია, რომ 17:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი დაინიშნა, რომელზეც განცხადება სწორედ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ სექტემბერში 11 პირი დააკავა, მათ შორის უცხოეთის 2 მოქალაქე და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არასრულწლოვნების მშობლები და ოჯახთან დაახლოები პირები.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 143 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას გულისხმობს.

AutoPlay
სახალხო დამცველის განცხადებით იუსტიციის მინისტრმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა
გამოქვეყნდა 3 წუთის წინ
"ხელი გაუშვით" - ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს შესასვლელთან
გამოქვეყნდა 5 წუთის წინ
რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე ანგელა მერკელი ერდოღანს შეხვდება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ევროკავშირის ლიდერებმა დიდი ბრიტანეთის ევრობლოკიდან გასვლის შეთანხმებას ხელი მოაწერეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ომბუდსმენი ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
დოდო გუგეშაშვილის დაჭრის და მისი შვილის მკვლელობის საქმე გახსნილია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები