თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 3 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლობას და დაცვის მხარის მტკიცებულებების დასაშვებობის შუამდგომლობას დააყენებს.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მტკიცებულებები კანონის დარღვევით მოიპოვა. შეგახსენებთ, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული. საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი 8 წლიდან 14 წლამდეა.