არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ ავსტრალიის მოქალაქეს პოლ გრეგორ ლეხმანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.
ამავე საქმეზე დაკავებულ 7 პირს პატიმრობა 19 სექტემბერს შეეფარდა. რაც შეეხება კიდევ სამ ბრალდებულს აშშ-ს მოქალაქეს, და საქართველოს ორ მოქალაქეს მათაც პატიმრობა ჯერ კიდევ სკანდალური საქმის გახმაურებამდე შეეფარდათ.
შეგახსენებთ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად, არასრულწლოვნების ტერფიკინგისა და პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.