2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ალექსანდრე და მზია კუტუხოვები დევნილებად იქცნენ. დევნილებად, რომლებისთვისაც, ომიდან 8 წლის თავზე, ჯერ კიდევ ვერ გამოიძებნა თავშესაფარი...
ალექსანდრე 31 წლისაა. პროფესიით მსახიობია, თუმცა ყოველ დღე კასპის ცენტრში მუშების გვერდით დგას, იმ იმედით, რომ ვინმეს მუშა-ხელი დასჭირდება და პურის ფულს მაინც იშოვნის. ბოლო ორი კვირაა, არაფერი გამოუმუშავებია.როგორც ალექსანდრე კუტუხოვი ამბობს, მას იმ საბუთის მოძიებას სთხოვენ, რომლის მოპოვებაც შეუძლებელია.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საჭირო საბუთის არ არსებობის გამო, ვერ ხერხდება მისთვის დევნილისთვის სტატუსის მინიჭება.