"არავის შევეკვრები და არც კონსტიტუციით ვივაჭრებ" - ამ განცხადებას პრეზიდენტი აკეთებს. კამპანია კონსტიტუცია ყველასია ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთ შეხვედრას ახალციხის უნივერისიტეტში გამართა. აუდიენცია სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი ხელმოწერილია მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ. ამიტომ მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ დოკუმენტი სამართლიანი საარჩევნო სისტემის პრინციპებს არღვევს. ის პრეზიდენტის არჩევის წესსაც შეეხო და თქვა, რომ პრეზიდენტის არჩევის უფლება მოსახლეობას გაუგებარი მიზეზებით ერთმევა. მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ყველაზე სწორად, ყველაზე ადეკვატურ და ყველაზე სწორ შეფასებას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ცხოვრებით არ ცხოვრობენ.