04:10
23 ოქტომბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
არჩევნების შედეგები ცნობილია - ვინ უხელმძღვანელებს რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში
24-01-2016
რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე გახდა. ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტის პოსტზე ის 4 წლის ვადით აირჩიეს. აღმასკომის სხდომაზე გოჩა სვანიძეს მხარი 35 წევრმა დაუჭირა, ილია ზედგინიძეს კი - 32-მა. რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად არჩევნები მეორედ დაინიშნა. პირველ ჯერზე ის მას შემდეგ ჩაიშალა, რაც რაგბის კავშირმა განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ თანამდებობრივად გავლენიანი და გარეშე პირები არჩევნებში მათთვის სასურველი კანდიდატების სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენებას ცდილობდნენ.

ამ განცხადების შემდეგ, ორმა საპრეზიდენტო კანდიდატმა - გია ნიჟარაძემ და ირაკლი აბუსერიძემ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს, რითაც 20 დეკემბერს გასამართი არჩევნები ჩაიშალა. მომდევნო ტურზე კი, რაგბის კავშირის პრეზიდენტობაზე განაცხადი კვლავ მხოლოდ ორმა კანდიდატმა - რაგბის კავშირის გამგეობის ხელმძღვანელმა გოჩა სვანიძემ და ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ილია ზედგინიძემ შეიტანეს. დღეიდან რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში გოჩა სვანიძე უხელმძღვანელებს. მანამდე ამ თანამდებობას გია ნიჟარაძე იკავებდა.
AutoPlay
კასპში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლე მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად 1.1. მილიონ აშშ დოლარს გადარიცხავს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
"მთავარი ამბავი" - გია ხუხაშვილის ბლიცანალიზი: ამერიკის ინტერესი შავ ზღვაში
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლისთვის პროკურატურა გირაოს შეფარდებას ითხოვს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გარდაბნის მუნიციპალიტეტში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
დეპუტატები ირაკლი ბერაია და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები