პოლიტიკური უმადურობა თუ არსებობს, სწორედ ეს არის,- ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აბასთუმნის ობსერვატორიასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას არ სიამოვნებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პროექტებს ახორციელებს.
მისივე თქმით, პროექტები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა, შემდეგ სახელმწიფოს გადაეცა. პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის ნაწილის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე მათი მმართველობის დროს პრეტენზიები არ გამოუთქვამთ და ამაზე მხოლოდ ახლა საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ნაწილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ აბასთუმნის ობსერვატორია შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის ხელში აღმოჩნდეს.