საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არსებულ საარჩევნო მოდელს აქვს რესურსი 2020 წლის პარლამენტის არჩევნები შერეული მოდელით დემოკრატიულად და კონკურენტულად ჩატარდეს. როგორც მან აღნიშნა, მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეთანხმება რამდენიმე მიზეზის გამო ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი კვირას გაიმართა, შემდგომი შეხვედრა კი 20 დეკემბრისთვის ჩაინიშნა.