პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით გიგა ბოკერიას მიმართ არ არის პოლიტიკური დავა და მან გაჩენილ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. როგორც მან აღნიშნა, იგი ყურადღებას მიაქცევს დეპუტატის მიმართ მიმდინარე გამოძიებას. მისივე თქმით, თუ ვინმეს გიგა ბოკერიას დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით სურდა, ამას 7-8 წელი არ დასჭირდებოდა და წინა ხელისუფლება აუცილებლად გააკეთებდა.
რაც შეეხება სხვა ადამიანებს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იმ 85 კაციანი სიიდან უეტესობა რომელთა მიმართაც ოპოზიცია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებაზე საუბრობს, პატიმრობაში არ იმყოფება.