არგენტინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ალბერტო ფერნანდესის ფიცის დადების ცერემონიალი 10 დეკემბერს გაიმართა. 60 წლის მემარცხენე-ცენტრისტი პოლიტიკოსი ლათინური ამერიკის სიდიდით მესამე ეკონომიკის მქონე ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის მანძილზე უხელმძღვანელებს.
არგენტინის ახალ პრეზიდენტს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემების მოგვარება მოუწევს, მათ შორის ინფლაციის შემცირება და სიღარიბის დონის ზრდის შეჩერება. ალბერტო ფერნანდესმა მაურისიო მაკრი ჩაანაცვლა, რომელიც ასევე ოთხი წელი იკავებდა არგენტინის პრეზიდენტის პოსტს.