არგენტინის ქალაქ ოლავარიაში როკ-კონცერტზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ხალხმა სცენასთან მიახლოება სცადა. კონცერტს 300 000 ადამიანი ესწრებოდა.