"ათი წლის წინ ბენ აფლეკი მხოლოდ ჰოლივუდის ვარსკვლავი იყო, ხუთი წლის წინ დამწყები რეჟისორი, ახლა კი, წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის შემქმნელია", - აღნიშნა "არგოს" პრემიერის შემდეგ ჟურნალის Times კრიტიკოსმა ჯოელ სტეინმა, რომელსაც არც აღფრთოვანებული ამერიკული კინოს თაყვანისმცემლები ჩამორჩნენ, რადგან დიდი ხნის წინ დამკვიდრებული ტრადიციის ფონზე, როცა ერთი-ორად გაზრდილი ბიუჯეტის და ფინანსური რისკის გათვალისწინებით, ამერიკულმა კინომ სამუდამოდ თქვა უარი ორიგინალურ იდეებსა და განსაკუთრებით, ჰოლივუდისთვის რთულ და იშვიათ ჟანრზე - პოლიტიკურ ფილმზე, ბენ აფლეკის სითამამემ მართლაც ყველა გააკვირვა.