23:36
2 ივნისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
არგუმენტები, რის გამოც ბავშვს 5-8 წლის ასაკში დაკვრა უნდა ასწავლოთ, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა ამის ნიჭი - რა დადებითი მხარე აქვს მუსიკაზე სიარულს?
29-12-2018

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ როგორ აისახება მუსიკის შესწავლა სკოლამდელ და დაწყებითი კლასის მოსწავლეების გონებაზე.

სწორედ სკოლამდელ და დაწყებითი კლასების ბავშვებში მუსუკალურ ინსტრუმენტზე  დაკვრა ინტელექტის ზრდას განაპირობებს. ტვინში ნეირონული კავშირები ძლიერდება, მოცულობაში მატულობს ტვინის ქერქი. მარტივად რომ ვთქვათ, ბავშვი უფრო ჭკვიანი ხდება, ინტელექტის ეს რესურსი კი მას მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ინსტრუმენტზე დაკვრის შედეგად ტვინი იმდენად კარგად მუშაობს,  შესაძლოა ხანდაზმულ ასაკში ჭკუასუსტობაც კი თავიდან აიცილოს.

რაც შეეხება მუსიკის შესწავლას მოზარდობისა და უფროს ასაკში, უნდა ვაღიაროთ, რომ ტვინისა და ინტელექტის ზრდა დაგვიანებული იქნება. სამაგიეროდ ნერვებისა და განწყობის გაუმჯობესებისთვის უკეთეს საქმიანობს ვერ იპოვით.    

საინტერესოა ის ფაქტი, რომ მუსიკის ადრეულ ასაკში შესწავლა ინტელექტის განვითარებაზე ყველა კუთხით მოქმედებს - ლოგიკაზე, ყურადღებაზე, აზრების კონცენტრირებაზე, კანონზომიერების აღმოჩენისა და დასკვნების გაკეთების უნარზე, სამაგიეროდ არ მოქმედებს მომავალი მუსიკოსის პროფესიონალიზმზე.

ასე რომ, ასწავლეთ ბავშვს დაკვრა 5-8 წლის ასაკში, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა ამის ნიჭი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები