სპორტული აქტივობები, შეჯიბრებები და თამშები უძველესი დროიდან მოყვება კაცობრიობას და თითოეული სახეობის ევოლუციას თავად ტექნიკის და საჭირო აქსესუარების განვითარება ან სახეცვლაც მოჰვება. ზამთრის სპორტშიც აღმოაჩინა ადამიანმა თვითგამოხატვის საშუალება და მათ შორის რამდენიმე სახეობა ყინულზე სხვადასხვა ფორმით სრიალია. თავად სპორტის სახეობის ჩამოყალიბება პირველ რიგში გეოგრაფიულმა მდებარეობამ და კლიმატმა განაპირობა. არსებობს მოზასრება, რომ უძველესი მოციგურავეები იყვნენ კიმერიელები, რომლებიც გაყინული დნეპრის შესართავზე ძვლის ციგურებით სეირნობდნენ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულის ციგურები დღემდეა შემორჩენილი, რომლებიც ამჟამად ინახება ბერნში (შვეიცარია). ცნობილია აგრეთვე ძვ.წ I ათასწლეულის ციგურები. ძვლის ციგურები გამოიყენეს რამდენიმე საუკუნის შემდეგ, მაგალითად, მე-12 საუკუნეში, რომელთა შესახებ ბერი სტეფანიუსი მოიხსენიებს თავის ნაშრომში, სადაც გაყინულ მდინარეზე ამ საშუალებით გადაადგილებას ახსენებს.
ნიდერლანდების გეოგრაფიული ეკო სისტემა ხელს უწყობდა ზამთარში მრავალ გაყინულ მდინარეზე და არხიზე სრიალის განვითარებას. ახალ ტექნიკაზე გადასვლა, რომელიც ძირეულად არ შეცვლილა დღემდე, ჰოლანდიელების მიერ განხორციელდა მე-13-16 საუკუნეებში, რომლებმაც მოძრაობის ახალი მეთოდი აღმოაჩინეს. მე-17 საუკუნეში ახალგაზრდებმა დაიწყეს ჩქაროსნული სრიალის შეჯიბრებების ორგანიზება, რის შემდეგაც ხშირად იწყებოდა ყინულზე ცეკვაც, ამან კი თავის მხრივ მოგვიანებით თანამედროვე სპორტული სახეობის ჩამოაყალიბა როგორც ჩქაროსნულ ასევე ფიგურულ სრიალში.
მე-13 საუკუნეში ციგურების დამზადების ტექნოლოგიაში ჰოლანდიასა და ისლანდიაში ცხოველის ძვლები შეიცვალა ხით, რომლებშიც ჩასმული იყო ლითონის მახვილი კანტები, რაც შეიძლება თანამედროვე ციგურების პროტოტიპად მივიჩნიოთ. მე-18 საუკუნის დასაწყისიდან ხე ფოლადმა შეცვალა.