არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. შემთხვევის ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის“ 236-ემუხლით არის დაწყებული.