მიკელ არტეტა ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვრთნელობასთან ძალიან ახლოსაა. ინგლისური მედიის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტიმ“ ესპანელს გზა გაუხსნა და შესაბამისად, ბარიერი აღარ არსებობს. მოგეხსენებათ, არტეტა „სიტიში“ პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბშია დასაქმებული, თუმცა, ახლა შეუძლია გუნდი დატოვოს და „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს. როგორც ცნობილი გახდა, ესპანელი „მეთოფეებთან“ 3.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და შესაბამისად, „ემირეითსზე“ 2023 წლის ზაფხულამდე იმუშავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფეხბურთელობისას ესპანელი, მეთოფეთა რიგებში 2011 დან 2016 წლამდე თამაშობდა.