საყურე - არც ერთი სამკაული არ ასახავს ფერადი ძვირფასი ქვების ბრწყინვალებასა და მშვენიერებას ისე, როგორც ლამაზი საყურე. მათ საუკუნეების განმავლობაში ატარებდნენ ქალები და მამაკაცები, იცლიდნენ დანიშნულებას, მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავათ ადამიანის ნივთებს შორის. საყურის ისტორია ბრინჯაოს ხანიდან დღემდე გრძელი და საინტერესოა. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ თუ როგორ იქცა ეს აქსესუარი სასურველ ატრიბუტად და როგორ ჩამოყალიბდა განსხვავებული სტილი წლების განმავლობაში.
ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია - მაია თავიანთი გამორჩეული მიგნებებით სამკაულების ტარებაშიც გამოხატავდნენ ესთეტიკურ და რელიგიურ დამოკიდებულებას. შემორჩენილ ფრესკებზე ნათლად ჩანს რომ საყურე მათ კულტურაშიც ფიგურირებდა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალის აქსესუარებში. სავარაუდოდ, მათი გამოყენების ფორმა, რაოდენობა და მასალაც არა მხოლოდ ტომებს, შესაძლოა ოჯახებს შორის სხვაობასაც აჩვენებდა. და, აქვე აღვნიშნავთ, რომ ზოგადად სამკაულის მასშტაბი ყოველთვის ხაზგასმით გამოკვეთდა სოციალურ სტატუსს, რაც არცერთ ეპოქაში არ შეცვლილა.