5 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამა-შვილი როგავების ოჯახის წევრებმა ენგურის ხიდთან აქცია გამართეს.როგორც დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, ხელისუფლებას მათი ოჯახის მიმართ არანაირი ყურადღება არ გამოუჩენია და ამ დრომდე დაკავებულების მდგომარეობის შესახებ რეალური ინფორმაცია არ აქვთ. დაკავებული არჩილ გოგავას მეუღლე ე.წ. აფხაზურ საგუშაგოსთან იმყოფებოდა, საიდან დაბრუნების შემდეგაც განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება სათანადო ყურადღებას არ გამოიჩენს, ის და მისი ოჯახის წევრები ყველა გზით შეეცდებიან აფხაზეთში გადასვლას და ვითარების ადგილზე გარკვევას.