მართალია, შეზღუდულ სივრცეში ფილმის გაკეთება, რომელიც არც მოსაწყენი იქნება და დინამიურობასაც შეინარჩუნებს, ერთის მხრივ საინტერესო შემოქმედებითი ექსპერიმენტია, მაგრამ მეორეს მხრივ, საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან მრავალფეროვან ვიზუალურ ეფექტებს და მდიდარ ბუნებრივ დეკორაციას მოკლებული რეჟისორი, მხოლოდ იდეალურად აწყობილი სიუჟეტის, მსახიობთა და ოპერატორთა ოსტატობაზეა დამოკიდებული.