თხილი, ნიგოზი, ნუში, ფისტი, მიწისთხილი, ზოგისთვის სასუსნავი, ზოგისთვისაც კი კერძებისა და საკონდიტრო ნაწარმის მთავარი ინგრედიენტებია. რა სასარგებლო თვისებებია ამ პროდუქტებში და როგორია მათი მირთმევის წესები, ამას დღევანდელი გადაცემიდან გაიგებთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თხილეულის შესახებ უნდა იცოდეთ, ის საფრთხეებია, რომელიც შესაძლოა შედიოდეს მასში. ალბათ ვერც კი წარმოიდგენთ, რომ უხარისხო და ვადაგასული თხილეული, ღვიძლის კიბოს წარმოქმნის წინაპირობა შეიძლება გახდეს. რა უნდა გაითვალისწინოთ აღნიშნული პროდუქტების ყიდვისას და მირთმევისას, რომ ზემოთ ჩამოთვლილმა, ძალიან სასარგებლო პროდუქტებმა დადებითი გავლენა მოახდინოს თქვენს ჯანმრთელობაზე, გაიგეთ ყველაფერი თხილეულზე, რისი არცოდნაც აკრზალულია.