PalitraNews-is რუბრიკა "არცოდნა აკრძალულია" გიამბობთ ყველაფერს ჩაის შესახებ.
იცოდით რომ მსოფლიოში მხოლოდ 6 სახის ჩაი არსებობდა? ჩაის სამშობლო ჩინეთია. ამ საოცარი სასმელის ისტორია 5000 წელს ითვლის. საქართველოში ის 1770 წელს გამოჩნდა, როდესაც რუსეთის იმპერატორმა, ეკატერინე მეორემ, კახეთის მეფეს ერეკლე მეორეს უსახსოვრა სამოვარი სერვისთან ერთად. ჩაის პირველი ბუჩქები 1809 წელს გამოჩნდა საქართველოში, მამია გურიელის ბაღში. მას შემდეგ ჩაი ყველასთვის საყვარელ სასმელად იქცა.