თბილისის ზოოლოგიურმა პარკმა გარკვეული მიზეზების გამო ბელი ვერ ჩაიბარა, მაგრამ ადმინისტრაციამ მისი გამოზრდის რეკომენდაცია არ დაიშურა... რადგან მურა დათვი გადაშენების პირას მყოფი ცხოველია და „წითელი ნუსხით“ არის დაცული, სოსომ გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართა. დათვების მოვლა-პატრონობა სწორედ ამ უწყების კომპეტენციაში შედის. სამწუხაროდ ვერც სამინისტრომ მოუძებნა ბელებს ადგილი, რადგან იმ დროს არ არსებობდა საქართველოში დათვების თავშესაფარი. სოსო დილემის წინაშე აღმოჩნდა. ბელზე ზრუნვა თავად გააგრძელა. მან და მისმა მეგობარმა პატარა ბელი ხუთი თვე საწოვარათი კვებეს. მერე დღის წესრიგში ვოლიერის საჭიროება დადგა, რადგან ბინის პირობებში შეუძლებელი იყო მისი გაჩერება.