მეფრინველეების დიდი ნაწილი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ასეთ ვითარებაში კი, წარმოუდგენელია, რომ ქათმის ხორცი არ გაძვირდეს. ამის შესახებ, მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურა უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, პროდუქციის ღირებულება მინიმუმ 10%-ით მოიმატებს.
როგორც უჩუმბეგაშვილი აღნიშნავს, მარცვლეული რამდენითაც ძვირდება, ქათმის პროდუქტს შესაბამისი ფასი რომ დაედოს, მოსახლეობას მისი ყიდვა გაუჭირდება. ამიტომ, ფერმები მოგების შემცირების ხარჯზე ცდილობენ, ნამატი რაც შეიძლება მცირე იყოს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ხორბლის და სხვა მარცვლეული პროდუქტების ექსპორტი ფაქტობრივად, სრულად შეაჩერა. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვა ძალაში 2020 წლის 1-ელ ივლისამდე იქნება.