„ასეული 21-ე დღე“ ამერიკელი მწერლის კას მორგანის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნოველაა. წიგნის ორიგინალი გამომცემლობა Little, Brown Books for Young Readers-ის მიერ 2014 წელს გამოიცა და დღემდე ნათარგმნია 30-მდე ენაზე.
წიგნის სიუჟეტი შორეულ მომავალში, დედამიწის ირგვლივ მოძრავ კოსმოსურ ხომალდზე ვითარდება, სადაც ბირთვული ომს გადარჩენილი კაცობრიობის ნაწილი ცხოვრობს. მას შემდეგ რაც კოსმოსურ ხომალდზე რესურსების ნაკლებობის პრობლემა დადგება, მმართველი ორგანო გადაწყვეტს დედამიწაზე დაბრუნებას. თუმცა მათთვის უცნობია არის თუ არა დედამიწა უსაფრთხო , ამიტომაც გადაწყვეტენ 100 დამნაშავე თინეიჯერის მისიაში გაგზავნას. ჯგუფის თითოეულ წევრს , მაჯაზე დამაგრებული აქვს სამაჯური , რომელიც მათ სასიცოცხლო მაჩვენებლებს ხომალდს გადასცემს.
მას შემდეგ რაც ჯგუფი დედამიწაზე დაეშვება , ისინი აღმოაჩენენ , რომ ერთი შეხედვით უსაფრთხო და მიტოვებულ დედამიწა სულაც არ არის უსაფრთხო და არც მიტოვებული , ამის შემდეგ ასეულის ჯგუფის წევრებს მოუწევთ საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანება და ბრძოლა გადარჩენისთვის.
კას მორგანი 1984 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში დაიბადა . თანატოლებისგან პატარაობიდანვე გამოარჩევდა ლიტეატურისდამი განსაკუთრებული სიყვარული. ბრაუნის უნივერსიტეტიში ჩაბარების შემდეგ , ის განსაკუთრებით გაიტაცა გოთურმა ლიტერატურმა, რამაც სამომავლოდ დიდი როლი ითამაშა მის მწერლად ჩამოყალიბებაში.
ასეული 21-ე დღე , სერიის რიგით მეორე წიგნია , რომელიც სულ 4 ნაწილისგან შედგება. ავტორმა წიგნები ერთმანეთის მიყოლებით 2013 წლიდან 2016 წლამდე მონაკვეთში გამოსცა. კეი მორგანი ასევე ავტორია წიგნების სერიისა „სინათლის წლები“ , რომელიც 2 ნაწილისგან შედგება და გამოცემულია 2018-2019 წლებში.
ამერიკული ტელემაუწყებლის, კომპანია C.W-ის მიერ, წიგნის ეკრანიზაცია, იმავე სახელწოდებით, 2014 წელს შედგა. წარმატებულმა პრემიერამ სერიალის მომდევნო სეზონების გადაღებაც განაპირობა. 7 სეზონოსგან შემდგარი სერიალ „ასეულის“ გადაღებები 2020 წლამდე კანადაში, ვანკუვერში მიმდინარეობდა. ფინალური სეზონის პრემიერა 2019 წლის, აპრილის თვეში შედგა.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2017 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ. მას შემდეგ ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებ-გვერდზე: https://palitral.ge/product/2062/21-e-dghe