აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხუთ ჩინურ მედია საშუალებას „უცხოურ მისიებად“ განიხილავს და მათგან თანამშრომლებისა და აშშ-ში არსებული საკუთრებების რეგისტრაციას მოითხოვს, - ამის შესახებ „როიტერსი“ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს მედია საშუალებები ვალდებული არიან დაარეგისტრირონ ყველანაირი ქონება, რასაც ისინი აშშ-ში ქირაობენ ან ფლობენ და აშშ-ის ხელისუფლებას მიწოდონ ინფორმაცია დასაქმებულ თანამშრომლებზე, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებზე. სახელმწიფო დეპარტამენტის მტკიცებით, აღნიშნული ზომის გატარება არ გულისხმობს ჟურნალისტების მუშაობაზე შეზღუდვების დაწესებას.