აშშ-მა ჩინეთთან სავაჭრო საკთხებში მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე ცალკეული პირობების შეთანხმებას მიაღწია.
შეთანხმების თანახმად, ვაშინგტონი აღარ დააწესებს 15 დეკემბერს ჩინურ პროდუქციაზე დამატებით საბაჟო ტარიფებს, რომელიც 150 მილიარდის პროდუქციას უნდა შეეხებოდა. ამასთან, პეკინმა აიღო ვალდებულება გაზარდოს ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ დაბლა დაწიონ აქამდე დაწესებული გაზრდილი საბაჟო ტარიფები. შეგახსენებთ, ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო დავა უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. დაპირისპირებამ ჩინეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა.