ამერიკის შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ საფრანგეთთან ციფრულ გადასახადებზე შეთანხმების დასრულებასთან ახლოს არიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის ხაზინის მდივანმა განუცხადა.
11 ივლისს საფრანგეთის სენატმა საბოლოოდ მიიღო კანონპროექტი უმსხვილესი ციფრული კომპანიების დაბეგვრის შესახებ. აღნიშნული გადასახადი შეეხება ინტერნეტ-გიგანტების შემოსავლებს, რომლებიც მიღებულია მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან და შეადგენს საფრანგეთში მიღებული შემოსავლების 3%-ს.
უფრო კონკრეტულად კი ამ დაბეგვრის ქვეშ აღმოჩნდებიან კომპანიები, რომელთა წლიური ბრუნვა მსოფლიოში 750 მილიონს და საფრანგეთში 25 მილიონს აღემატება. ასვეე კომპანიებს, რომელთა მოქმედების სფეროში შედის ონლაინ რეკლამა, გლობალური ქსელური გაყიდვები და ინფორმაციის აგრეგატორების მუშაობა. აღნიშნულის გამო ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შტატები საპასუხოდ ფრანგულ ღვინოზე საბაჟო ტარიფებს დააწესებდა.