მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის მიერ ევროკავშირის სარჩელის არმიღების შემდეგ, შეერთებული შტატები აპირებს ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო ტარიფი გაზარდოს. ამის შესახებ შტატების სავაჭრო საკითხებში წარმომადგენლის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება ამტკიცებს, რომ ევროკავშირის მიერ Airbus -ის სუბსიდირება ნეგატიურ გავლენას ახდენს სფეროზე და ის ამერიკული აეროკოსმოსური კომპანიების მოგების შემცირებისკენაა მიმართული. ვაშინგტონის აზრით, ევროპა უსარგებლო დავებზეა კონცენტრირებული მაშინ, როცა უმჯობესი იქნებოდა გადაეწყვიტა Airbus-ის სუბსიდირების პროგრამა.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟმა ამერიკული საბაჟო ტარიფების მოცულობასთან დაკავშირებით ევროკავშირის სარჩელი არ მიიღო. შედეგად შტატებს შეუძლია აამოქმედოს თავისი ტარიფები. ეს კი ნიშნავს, რომ ამერიკის მიერ დაწესებული ტარიფები შესაძლოა, წლიურად 7 მილიარდ 500 მილიონი დოლარის პროდუქციას შეეხოს.