ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კვლავინდებურად არ გამორიცხავს შესაძლებლობას დაწესდეს საბაჟო ტარიფები იმპორტირებულ ავტომობილებზე. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს შტატების ვაჭრობის მინისტრმა განუცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვადა, თუ როდის შეიძლება ეს მოხდეს.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მაისში ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ავტომობილები და სათადარიგო ნაწილები „შესაძლოა წარმოადგენენ საფრთხეს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისადმი“. ამასთან, დაკავშირებით მან დაავალა ვაჭრობის მინისტრს და სავაჭრო წარმომადგენელს, გამართონ კონსულტაციები ბრიუსელთან და ტოკიოსთან და მიაწოდონ ანგარიში 180 დღის განმავლობაში, თუმცა, ნოემბერში ამ ვადის გასვლის შემდეგ ტარიფები არ დაწესებულა.